ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის მომზადებული და ის პარლამენტს განსახილველად, ჯერ კიდევ, აპრილში წარედგინა. აღნიშნული კანონპროექტი საპენსიო სააგენტოში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის, იცვლება საპენსიო სააგენტოს სახელი და მას "საპენსიო ფონდი" ეწოდება.