მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უფლებები/მოვალეობები აქვთ სესხის გამცემებს და მიმღებებს? – OK&CG

ოთარ კაჭკაჭაშვილი

იურიდიული კომპანია " ოქეი ენდ სი ჯი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ოთარ კაჭკაჭაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ სესხების გამცემების, მიმღები პირების უფლება/მოვალეობებისა და დარღვევების შესახებ საუბრობს.

საქმე ისაა, რომ სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ერთ თვეში, მაისში, სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 131 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში კი - 752. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მაისში შესული საჩივრიდან 118 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 12 - სალომბარდე სესხებს, 1 საკრედიტო ბარათს.

იურიდიული კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები პირებზე პირად ინფორმაციას უკანონოდ მოიპოვებენ, ისევე როგორც მისი ახლობლების, ნათესავებისა და ოჯახის წევრების შესახებ.

„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბანკის სესხებით საზრდოობს და მათ საქმიანობას ამით აფინანსებენ. ეს ორგანიზაციები შეიძლება დაიყოს საბანკო, მიკრო საფინანსო და ამომღებ კომპანიებად. ბოლო პერიოდში, ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა მოსახლეობასთან ამოღებასთან დაკავშირებული საკითხი, ამომღებ კომპანიებს დააკისრეს, რომლებიც უბრალოდ პრობლემურ პორტფელს ყიდულობენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი ცნობილი და ბრენდული კომპანია არ არის, დამრღვევი კომპანიის სახელის გაჟღერება, მათზე უარყოფითად არ აისახება, რაც როგორც საბანკო, ასევე საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან თავის არიდებაა. შესაბამისად, ისინი კომპანიას უფრო მეტი დარღვევის უფლებას აძლევენ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიები უკანონოდ მოიპოვებენ პირებზე პირად ინფორმაციას, მისი ახლობლების, ნათესავებისა და ოჯახის წევრების შესახებ.

პრობლემა შეიძლება ორი სახის იყოს. ერთი არის ფინანსური კუთხით, კალკულაცია, მათემატიკური და იურიდიული მხარე და ასევე, პირადი ინფორმაციების კუთხით. არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ მოსახლეობის მხრიდან არასწორად არის მიმართვიანობა. შეუძლებელია, რომ 130-დან ყველა იყოს საბანკო შემთხვევა. ამიტომ, მგონია, რომ მოსახლეობის მხრიდან არასწორად არის საკითხი დასმული.

თუკი ჩვენ საბანკო დაწესებულებებს ფინანსური კუთხით მივმართავთ, ხოლო პირადი მონაცემების კუთხით, პერსონალური დაცვის ინსპექციას, აქ სურათი შეიცვლება. შესაბამისად, თუ კი პიროვნების შესახებ ინფორმაცია ფინანსურმა ორგანიზაციამ სუბიექტისთვის არასასურველ პირს გადასცა, აუცილებლად მიმართონ პერსონალური დაცვის ინსპექციას, სადაც შეიძლება სხვა დარღვევის ფაქტებიც გამოვლინდეს. ანუ მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს ან პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციას მონაცემები სწორად მივაწოდოთ, რაც პროცესის წარმატებულად დასრულების წინაპირობაა“,- აცხადებს კაჭკაჭაშვილი.

მისივე ცნობით, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირველივე დარღვევიდან, როდესაც ადამიანი 3 წელი ვალდებულებას არ გადაიხდის, კანონის მიხედვით საფინანსო კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს კონტრაქტი და მოითხოვოს დავალიანების ამოღება. თუმცა, თუ კომპანიამ 3 წელი და პლუს 1 დღე დავალიანება არ მოითხოვა, ვალდებულება კანონის მიხედვით ხანდაზმულად ითვლება და დამრღვევს გადახდის ვალდებულებაზე უარის თქმის უფლება აქვს.

„კანონი საბანკო დაწესებულებებს ავალებს, რომ მათ დროულად იმოქმედონ და დროულად მოახდინონ თავიანთი დავალიანების ამოღება, რადგან ეს ზოგჯერ განუზომელ თანხებში გადადის და ზოგჯერ საბანკო ოფიცერი 10 წლის შემდეგ გიკავშირდება და დავალიანების შესახებ გამცნობს, რომელიც არის კატასტროფულად დიდი. ხოლო, მეორე შემთხვევაში, პირობითად სიმბოლური თანხის გადარიცხვით, ხშირად საბანკო კომპანიები ვალდებულებას აცოცხლებენ.

ერთი მიმართულებაა კიდევ, როდესაც საფინანსო ორგანიზაციას გადაეცემა, მომხმარებლისთვის ვადა ახლიდან არ იწყება. აქ მთავარია იმის განსაზღვრა, თუ როდის დაირღვა ვალდებულება. ანუ ბანკისგან ითვლება“,- აღნიშნა იურიდიული კომპანიის დირექტორმა.

კაჭკაჭაშვილის განმარტებით, პრობლემის საპასუხოდ, საფინანსო ორგანიზაციებმა „კრედიტ ინფო“ ორგანიზაცია გააკეთეს, სადაც იმ პირების მონაცემებია განთავსებული, რომლებიც დამრღვევები არიან ანუ ე.წ. შავი სია. ანუ კომპანიას საშუალება აქვს, რომ იქ არსებულ პირს სესხი არ მისცეს და ადამიანი იძულებული ხდება, რომ ძველი ვალდებულება გადაიხადოს. ამ დროს, სუბიექტს სასამართლოს საშუალებით აქვს შესაძლებლობა, სესხის ხანდაზმულობა დაადასტუროს, რაც ნიშნავს იმისა, რომ ამ სიიდან ამოეწერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები