მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება

უტიაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის თქმით, გასული წლის მონაცემებით, დაახლოებით 70 000 იყო 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებელი, რომელთა სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 25%-ს აჭარბებს. მან ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

დავით უტიაშვილმა BMG-ის ეთერში ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება.

კითხვაზე, მსესხებელთა რამდენად ფართო ფენას შეეხება ახალი რეგულაცია, დავით უტიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ 70 000-მდე მსესხებლის შემთხვევაში საუბარი არაა, რომ ვალის ტვირთი 25%-ს ბევრად აჭარბებდა, თუმცა, მისი თქმით, ეროვნულ ბანკს სურს, რეგულირების ჩარჩო მომავალზე ორიენტირებული იყოს.

"ზოგადად, ბუნებრივია, ძნელია ხოლმე თქმა, რა მოხდება შემდეგ წელს, თუმცა ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, როგორი იყო სესხების განაწილება გასულ წელს - დაახლოებით 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ სესხის ყოველთვიური გადახდები იყოს [შემოსავლის] 25%-ზე მაღალი, იყო დაახლოებით 70 000 პირი. ანუ, ის მსესხებლები, რომლებმაც ცოტა უფრო ჭარბი სესხი აიღეს, ვიღაცამ შეიძლება 30% აიღო [PTI], ანუ არ ნიშნავს რომ 50%-იანი ვალის ტვირთი აიღო, მე მგონი მსესხებელსაც ესმის, რომ ეს ძალიან მაღალია ვთქვათ 1 500 ლარი შემოსავლის შემთხვევაში, ბანკსაც ესმის, ცხადია, ეს და ხშირ შემთხვევაში ასეთი არც იყო, თუმცა ისევ და ისევ, ჩვენ გვინდა, რომ მომავალზე ორიენტირებული გავხადოთ ჩვენი ჩარჩო და გარკვეული შეზღუდვები, თუ გინდათ ასე დავარქვათ, დავაწესოთ, რომ ჭარბი ვალის დონე არ დაგვიგროვდეს, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოქალაქეებში",- ამბობს დავით უტიაშვილი.

ეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები