მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება მთავრობას დევნილებისთვის და პოლიციელებისთვის ერთი ბინის აშენება - საშუალო ღირებულება

მშენებლობა

საქართველოს მთავრობის დაკვეთით სამშენებლო კომპანია "ანაგი" ამჟამად 5920 ბინისგან შემდგარ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, რაც მოიცავს 1,100 ბინაზე გათვლილ პოლიციის ქალაქს და ქუთაისში, თბილისსა და ზუგდიდში 4,820 ბინისგან შემდგარ ახალ საცხოვრებელ კორპუსებს.

დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისში 720 დევნილი ოჯახისთვის გათვლილი კორპუსების მშენებლობა უკვე სრულდება.

საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ყველაზე მსხვილ სამ ტენდერში კომპანია "ანაგმა" 2022 წელს გაიმარჯვა. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 637 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, 5,920 ბინაზე გათვლილ კომპლექსებში ერთი ბინის მშენებლობის საშუალო ღირებულება 107,600 ლარს შეადგენს.

უფრო დეტალურად, აღნიშნული პროექტების ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო კონტრაქტების მოცულობა და ერთი ბინის მშენებლობის საშუალო ღირებულებები ასე ნაწილდება:

თბილისი, პოლიციის ქალაქი - 1,100 ბინა, ხელშეკრულების ღირებულება 124,963,260 ლარი, ერთი ბინის აშენების საშუალო ფასი - 113,602 ლარი;

თბილისი, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი უბანი ისანში, ისთ ფოინთის მიმდებარედ - 2,400 ბინა, ხელშეკრულების ღირებულება 243,613,670 ლარი, ერთი ბინის აშენების საშუალო ფასი - 101,505 ლარი;

ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა - 2,420 ბინა, მათ შორის ზუგდიდში 1,700 ბინა, ქუთაისში 720 ბინა, ხელშეკრულების ღირებულება 268,360,722 ლარი, ერთი ბინის აშენების საშუალო ფასი 110,982 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები