მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება საბერძნეთს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი? – EUROSTAT

გაზი

საბერძნეთს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი გაუიაფდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, 2024 წლის მაისში აზერბაიჯანიდან საბერძნეთში 52.6 მლნ ევროს ღირებულების ბუნებრივი აირი გავიდა, ნაცვლად 2023 წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული 68.8 მლნ ევროსი. რაც იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთს მაისში იმპორტის ღირებულება 23.5%-ით შეუმცირდა.

შედეგად საბერძნეთმა 94 მლნ კუბური მეტრის გაზი მიიღო, მაშინ როდესაც გასული წლის მაისში აზერბაიჯანიდან შეძენილი გაზის მოცულობა 94.2 მლნ კუბური მეტრი იყო, კლება 0.2%-ია.

იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა საბერძნეთში 461 მლნ კუბური მეტრის გაზი გაიტანა, რაც 252.3 მლნ ევროს ღირებულების არის. მაშინ როდესაც გასული წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საბერძნეთმა 465.7 მლნ ევროს ღირებულების 488.7 კუბური მეტრი იყიდა აზერბაიჯანიდან.

2023 წელს ჯამურად აზერბაიჯანიდან საბერძნეთში 871.9 მლნ ევროს ღირებულების 2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავიდა.

აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში სამხრეთის გაზის დერეფნით გაზის ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ დერეფნით კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპულ ქალაქებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი სამხრეთ დერეფნის გავლით არსებული 10 მლრდ კუბური მეტრიდან, 2027 წლისთვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაორმაგებაზე შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები