მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება სახელმწიფოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის შენახვა?

5dcd7ac774c85
BM.GE
14.11.19 21:15
2316
ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის გაცემული ხელფასის რაოდენობამ 2019 წლის პირველ ათ თვეში 377 243,2 ლარი შეადგინა, დანამატმა 34 260 ლარი, ხოლო მათი უნიფორმისთვის 4038,68 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.

უწყებიდან მიღებული მონაცემებით, ასევე ირკვევა, რომ ათონელის რეზიდენციის მოვლა და კომუნალურები (წყალი და ელექტროენერგია) სახელმწიფოს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით 78220,35 ლარი დაუჯდა.

გამოდის რომ ჯამში, ათონელის რეზიდენციის შენახვა და დაცვა 493 752,23 ლარი დაჯდა.

ამის პარალელურად, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის მოვლასა და დაცვაზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში 955 199,73 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2018 წლის 16 დეკემბერს დაიკავა. თუმცა, იგი პირველივე დღიდან ათონელის რეზიდენციაში მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები