მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდოს?

BM.GE
29.03.19 23:49
739
დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, უძრავი ქონება - ეს ის სამი მთავარი დარგია, რომელმაც თებერვალში ეკონომიკის 4,6%-ით ზრდა განაპირობა. ერთადერთი დარგი კი, რომელიც თებერვალშიც შემცირდა, მშენებლობაა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად შენობების საერთო მშენებლობის, ასევე მაგისტრალური მილსადენების კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებებით ახსნა. საქსტატისგან განსხვავებით, კლებაზე აქცენტი საერთოდ არ გაუკეთებია ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მინისტრის მოადგილის მოკლე კომენტარი გაავრცელა.  „მშპ-ის ზრდა იმ რეფორმებიდან გამომდინარეობს, რომელიც საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და თითოეული მოქალაქისთვის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის თანაბრობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე. რამდენად საკმარისია ის ზრდა რომელიც გვაქვს და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები