მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს აშშ-სთან უვიზოდ მიმოსვლისა და ვაჭრობის გაღრმავებისთვის?

"ჩვენი მხრიდან არსებობს მაქსიმალური სურვილი, გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული კვირის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიუსელიდან დაბრუნებული მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ორივეზე სახელმწიფოსთან აუცილებელია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

მისივე თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით, წლების განმავლობაში გარკვეული სისუსტეები შეინიშნებოდა. წლებია აშშ-სა და საქართველოს შორის უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა, ამასთან, სისუსტე იყო პროტოკოლურ საკითხებში. პრობლემაა ისიც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არ არის პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა, რაც გასაუმჯობესებელია. საკითხთან მიმართებით შეხვედრა უკვე შედგა აშშ-ს ელჩთანაც.

„აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს“, - ამ შინაარსის განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის აშშ-სთან არსებული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდეს.

სტუმარი: გიგი გიგიაძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები