საქართველოში ჩეხეთის ელჩმა თეა მაისურაძემ ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა დატოვა. მიმდინარე პროცესების ფონზე ამერიკაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში საქართველოს ელჩებმა თანამდებობები უკვე დატოვეს. თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალიამაც.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან ბიზნესებიც და გმობენ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს. ამ კომპანიებს შორისაა მაგთიკომი, სილქნეტი, თიბისი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, თეგეტა, ალტა, ორბი, ბიბლუსი, უნისონი, ლისი დეველოპმენტი. ბიზნესების მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს დღეს გამოეხმაურა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ ბიზნესების მხრიდან მიმდინარე მოვლენებზე შეფასებების საჯაროდ და ღიად დაფიქსირება ბულინგის შედეგი იყო.
გადაწყვეტილებას გაემიჯნა საჯარო სამსახურებში დასაქმებულების ნაწილი. ასობით საჯარო მოხელე თბილისის მერიიდან, ეროვნული ბანკიდან, საჯარო რეესტრიდან, ომბუდსმენის აპარატიდან. ამ პროტესტს კი მალევე მოჰყვა ქართული ოცნების მხრიდან რეორგანიზაციით მუქარა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო მოხელეების პროტესტზე ამბობს, რომ აკვირდებიან მათ ქმედებებს და რეაგირება ექნებათ. რა კანონები იცავს დღეს საჯარო მოხელეებს და რისი უფლება აქვთ შრომითი კანონმდებლობით დასაქმებულებს?
სტუმარი: თეო ზაქარაშვილი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მთავარი იურისტი;