სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის. რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მცირე გადამზიდავებს შორის კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან სახმელეთო გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების პრობლემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე გამწვავდა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ნებართვების დეფიციტის შექმნაში მსხვილი კომპანიები მცირე მეწარმეებს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ისინი წინასწარ იღებენ ნებართვებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის საჭიროება, რაც ასევე ხელს უწყობს ნებართვებით ვაჭრობის უკვე მეორად ბაზარზე გადანაცვლებას. მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ ნებართვების მოპოვება სავარაუდო კორუფციული გარიგების გზითაც არის შესაძლებელი. რა შეიძლება შეიცვალოს ნებართვების გაცემის წესში?
სტუმარი: ირაკლი ნემსაძე - საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე;