მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვადით გააგრძელებს მთავრობა გაზის ტარიფის სუბდისირებას? - დავით ნარმანიას განმარტება

615dba16205fd
დავით ჯალაღონია
06.10.21 19:21
12798
მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის სუბსიდიის პოლიტიკა პანდემიის პირობებში გაგრძელდება - ამის შესახებ BMG-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განუცხადა.

როგორც ცნობილია, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ფასის შენარჩუნებაზე უკვე 500 მილიონ ლარამდე დახარჯა, რის გამოც მათი სხვადასხვა პროექტი დროში ჭიანურდება. ნარმანია ფიქრობს, რომ სოციალური მხარდაჭერის კომპონენტებიდან, თანდათან უფრო მეტად ეკონომიკურ კომპონენტებზე გაკეთდეს აქცენტი.

BMG დავით ნარმანიას მოსაზრებით დაინტერესდა, რამდენად გამართლებულია სოციალური წნეხის შემცირების ხარჯზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარის თქმა.

"თუ მეკითხებით როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს და ამავდროულად ეკონომისტს, ჩემი პასუხი იქნება ასეთი, რომ ნელ-ნელა ჩვენ სოციალური მხარდაჭერის კომპონენტებიდან უფრო მეტად ეკონომიკურ კომპონენტებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და არ უნდა შეფერხდეს ეკონომიკური პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილი აქვს ნავთობისა და გაზის კორპორაციას. მესმის, რომ იყო კოვიდსიტუაცია და ჯერ კიდევ არის, რასაც თან ახლდა სოციალური სირთულეები, მაგრამ ალბათ ეს წლობით არ გაგრძელდება და როცა სოციალური ფონი მეტნაკლებად გაუმჯობესდება, წნეხი ნელ-ნელა უნდა შეუმცირდეს ნავთობისა და გაზის კორპორაციას და მიეცეს უფრო მეტი ეკონომიკური პროექტის განხორციელების საშუალება, თუმცა ეს მთავრობის გადასაწყვეტია და ვნახოთ, როგორი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. ჩვენ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაზის ტარიფის გაანგარიშების დროს, როგორც მოცემულობას, ისე ვიღებთ. თუ მთავრობა შეეხიდება ტარიფს გარკვეულ ნაწილში, ამას ვითვალისწინებთ და ტარიფს არ ვზრდით, ხოლო თუ ეს შემცირდება, მოგვიწევს ტარიფის ზრდა. ამიტომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მომავალში მიღებული, თუმცა ეს სიტუაცია, როგორც ჩემთვის ცნობილია, კოვიდ პერიოდში უცვლელი რჩება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ბუნებრივი გაზი "თბილისი ენერჯის" მომხმარებლისთვის 8 თეთრით გაძვირდა. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. შედეგად, ქვეყანაში ახალი ტარიფი მოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46 თეთრის ნაცვლად 54 თეთრი ღირს. ტარიფის ცვლილება გამოიწვია ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტის - გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის ცვლილებამ, რომელიც 26.8 თეთრიდან 33.4 თეთრამდე გაიზარდა. ტარიფის ცვლილების ძირითადი მიზეზი ლარის კურსი გახდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები