მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვიცით "ომიკრონის" შესახებ? - ამირან გამყრელიძის განმარტება

61c0518a4cd33
ინგა მურუსიძე
20.12.21 13:55
532
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით „დელტა“ შტამის ჩანაცვლება ალბათ, დაახლოებით, 2 თვეშია მოსალოდნელი.

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ეპიდვითარების უცებ გაუარესებას ახალ წლამდე არ ელოდება, ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ, ეპიდვითარება ნელ-ნელა გაუარესდება.

„10-მდე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევდით, თუმცა 8 იყო “დელტა“ ვარიანტი და 2 შემთხვევაში დადგინდა „ომიკრონის“ არსებობა. ორივე მოქალაქე არის ქართველი და ჰყავთ 26 კონტაქტი. ორივე პაციენტი არის იზოლირებული თავიანთ ბინებში და დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი.

ჩვენთან, ზოგადად, ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება ბოლო 3 კვირის განმავლობაში, თუმცა ის, რომ ხვალ იმოქმედებს ახალი შტამის გამოჩენა სტატისტიკაზე, ასე არ იქნება. ახალი შტამით „დელტას“ ჩანაცვლებას არ ველოდებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები