მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საფონდო ბირჟებზე?

arab stock

ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში წარმოდგენილი სახელმწიფოების საფონდო ბირჟებზე არასახარბიელო ვითარებაა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლაგმანური ინდექსის, Abu Dhabi Index-ის შეფასება 3%-ით არის შემცირებული.

ქუვეითის საფონდო ბირჟაზე ამჟამად 2%-იანი კორექციაა.

საუდის არაბეთის Tadawul All Shares Index-ს ერთკვირიან პერიოდში ფაქტობრივი უძრაობა აქვს და დღევანდელ სესიაზე 1.5%-ითაა გაზრდილი.

Qatar Stock Exchange-ის შემთხვევაში კი, დღეს ზრდის მაჩვენებელი 1%-ია.

ისრაელს რაც შეეხება, Tel-Aviv Index-ის შეფასება 5%-ით არის გაზრდილი, განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა ისრაელში წარმოდგენილ სამხედრო კომპანიებს აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები