მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საამიროებმა და ქუვეითმა საფონდო ბირჟები დახურეს – რა ვითარებაა რეგიონის სხვა ქვეყნებში?

tadawul

ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა საფონდო ბირჟები დახურეს.

მარეგულირებლების განცხადებით, ეროვნული რისკების გამო, ინვესტორებს ადგილობრივ ბირჟებზე ვაჭრობა არ შეეძლებათ და ტრეიდინგი მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც ვითარება დასტაბილურდება.

ცნობისთვის, რეგიონში ზოგიერთი ბირჟა გახსნილია, მაგალითად, საუდის არაბეთის ფლაგმანური ინდექსის, Tadawul All-Share Index-ის შეფასება 2.2%-ით არის შემცირებული.

Qatar Stock Exchange-ის შემთხვევაში კი ვარდნის მაჩვენებელი კონფლიქტის დაწყების შემდეგ 4.3%-ია.

ისრაელს რაც შეეხება, Tel-Aviv Index-ის შეფასება 6%-ით არის გაზრდილი, განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა ისრაელში წარმოდგენილ სამხედრო კომპანიებს აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები