ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი შეამცირა. კერძოდ, 2024 წელს, ქვეყნის ჯამური მოხმარება 14.5 მლრდ კილოვატსაათი ელექტროენერგია იქნება. 2023 წლის სიმძლავრის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით ჯამური მოხმარება 15.3 მლრდ კვტ.სთ-ზე იყო ნავარაუდევი. საპროგნოზო მაჩვენებლებში კლება პირდაპირი მომხმარებლების ანუ მსხვილი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით არის გამოწვეული. რაც შეეხება მოხმარების სხვა მაჩვენებლებს. მომავალ წელს ექსპორტი კვლავ მაღალ ნიშნულზეა პროგნოზირებული. კერძოდ, საექსპორტო ბაზრებზე 774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანა ივარაუდებ, თუმცა ეს მაჩვენებელი შესაძლოა დაკორექტირდეს, რასაც წარმოება/ მოხმარების მაჩვენებლები და საექსპორტო, ძირითადად, თურქეთის ბაზარზე არსებული ფასი განაპირობებს. ხელსაყრელი პირობების გამო, 2023 წელს 9 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის მილიარდ.468 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა და რეკორდული 103 მლნ დოლარის შემოსავალიც მიიღო. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარი იყო. რა ასახვა ექნება ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას გენერაციის ობიექტების მუშაობაზე?
სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი;