მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვითარებაა კრიპტობირჟაზე?

ბიტკოინი

კრიპტოვალუტების ბაზარზე ფასების კლება ფიქსირდება, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციითა და აშშ-ის ინფლაციის ახალი მონაცემებით არის გამოწვეული.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ენერგოობიექტებზე იერიში მიიტანა, რასაც თეირანის მხრიდან საპასუხო დარტყმები მოჰყვა კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, ინვესტორებმა რისკიანი აქტივებისგან თავის არიდება დაიწყეს.

ბიტკოინის ფასი, რომელიც მანამდე 74,000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა 70,000 დოლარამდე დაეცა, რაც ბაზარზე გაჩენილი გაურკვევლობის პირდაპირი შედეგია.

კრიპტოაქტივებზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მოულოდნელი ზრდა, რამაც 3.4% შეადგინა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინფლაცია იმაზე უფრო ჯიუტი“ აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ამასთან, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის განცხადებამ, რომ ცენტრალური ბანკი არ დაუშვებს ენერგომატარებლებით გამოწვეული ინფლაციის უგულებელყოფას, ბაზარს მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება შესაძლოა კიდევ უფრო გადავადდეს.

მაღალი განაკვეთების მოლოდინი კი, როგორც წესი, ნეგატიურად აისახება კრიპტოვალუტებზე, რადგან დოლარი ამ დროს უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, ვიდრე სპეკულაციური აქტივები.

ბაზრის სხვა მონაწილეები, მათ შორის ეთერიუმი და სოლანა, ასევე კლების დინამიკას აჩვენებენ. ეთერიუმის ფასი 2,180-დოლარიან ნიშნულამდე ჩამოვიდა, ხოლო სექტორის სხვა წამყვანმა კრიპტოვალუტებმა საშუალოდ 5%-ით იკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები