მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებაზე? - მინისტრის განმარტება

გიორგი ამილახვარი

მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებას გადაუხდის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჯამში დაახლოებით 30 ათას სტუდენტს 40 მლნ ლარის მოცულობის დავალიანება ჩამოეჭრება. 

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას ამ გადაწყვეტილებას "ისტორიული" უწოდა. მისივე თქმით, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობებისთვის.

"კანონის შესაბამისად სტატუსის შეჩერების ვადა ხუთი წელია. ხუთი წელი აქვს სტუდენტს უფლება ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო სტატუსი შეიჩეროს. ამ შემთხვევაში აღებული გვაქვს მაქსიმალურ ვადად ხუთი წელი, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება ეს სტატუსი და ხელახლა უწევს მისი მოპოვება. ვისაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი აქვს და არა შეწყვეტილი რა თქმა უნდა, მათ შეეხებათ ეს გადაწყვეტილება. ასეთი დაახლოებით 30 ათასამადე ადამიანია. უკვე მათი გადასაწყვეტია სტატუსს როდის აღიდგენენ. ეს შესაძლოა იყოს წელსვე და თუ ამას ვერ შეძლებენ, ვალი ჩამოწერილი ექნებათ და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში აღიდგენენ სტატუსს", - აცხადებს გიორგი ამილახვარი. 

BMG-ის კითხვაზე შესწავლილი იქნა თუ არა ამ სტუდენტების ოჯახების სოციალური მდგომარეობა და აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა შემდეგ წლებში თავად გადაიხადონ დარჩენილი თანხა ან ბინის თბილისში ბინის ქირა. ამასთან, უნივერსიტეტებთან წინასწარი კომუნიკაცია თუ ჰქონიათ და შეუძლიათ თუ არა ამ ეტაპზე 30 ათასამდე სტუდენტის მიღება.

“რბილად რომ ვთქვათ ცოტა უცნაური კითხვაა, ამ გადაწყვეტილებას როგორ შეიძლება რაიმე ხარვეზი მოეძებნოს. მოდი ეტაპობრივად გავყვეთ მე არ მითქვამს, რომ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია არ გვქონია, ვთქვი, რომ ამ საკითხზე მათთან კომუნიკაციას დავიწყებთ რა დროსაც მომზადდება სამართლებრივი და პროცედურული საკითხების ბაზა, რათა ეს საკითხი დავარეგულიროთ. დღეს დაგვევალა პრემიერისგან და ახლა ვიწყებთ ამაზე მუშაობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია არ გვქონია. რაც შეეხება უნივერსიტეტების მზაობას ამდენი სტუდენტის მიღებასთან დაკავშირებით, იმ სასწავლებლებს, რომლებსაც კვოტის პრობლემა აქვთ ან ექნება სტატუსაღდგენილი სტუდენტების ნაწილში ბუნებრივია, მათ კვოტებს გავუზრდით. შესაბამისად, ამ კუთხით მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ფინანსურ ნაწილში [კითხვა] მგონი არასერიოზულია.. თუ მეკითხებით რა სოციალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასეთი ტიპის სტუდენტებს, იცით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს და სტიპენდიები გავზარდეთ ერთი კვირის წინ. სწავლის საფასურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სტატუსშეჩერებულ ადამიანს ჯამში რა დავალიანებაც ექნება ამის განულებაზეა საუბარი",- აცხადებს ის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები