TikTok-ის თემაზე ამერიკასა და ჩინეთს შორის დადებული შეთანხმების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც Newsweek-ი წერს, TikTok-ის ამერიკულ ფრთის 80%-ის მფლობელი Oracle-თან დაკავშირებული კონსორციუმი გახდება.
თავად კონსორციუმი კი მოიცავს კომპანია Oracle-ს, ასევე Silver Lake-სა და Andreessen Horowitz-ს. რაც შეეხება დანარჩენ 20%-ს, არსებული ინფორმაციით, მათ TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance-ი და სხვა მეწილეები გაიყოფენ.
გარიგების თანახმად, TikTok-ის ამერიკული ფრთის დასარეგისტრირებლად ახალი კომპანია ჩამოყალიბდება და მისი მმართველი ბორდის წევრების დიდი უმრავლესობა ამერიკის ხელისუფლების მიერ დანიშნული პირები იქნებიან.
ახალი კომპანიის შექმნასთან ერთად, შეიქმნება TikTok-ის ალტერნატიული აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე იმუშავებს და მას საკუთარი ალგორითმი, ასევე მონაცემთა დაცვის ამერიკული სისტემა ექნება. ამ საკითხების მოგვარებაზე პასუხისმგებლობას ტექ-გიგანტი, Oracle-ი კონსორციუმის წევრებთან ერთად აიღებს.



























