მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით Trans-Caspian Enterprise Fund-ის სახელმწიფო ფონზე, რომელმაც TRIPP უნდა განავითაროს?

რუბიო და მირზოიანი

"ტრამპის მარშრუტის" განვითარებისთვის "ტრანსკასპიური საწარმოო ფონდი" [Trans-Caspian Enterprise Fund] იქმნება, რომელმაც ინვესტიციები უნდა ჩადოს იმ შესაძლებლობებში, რაც TRIPP-ისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის შედეგად წარმოიქმნება.

როგორც რადიო RFE/RL წერს, ფონდი თეთრი სახლის მიერ დანიშნული საბჭოს ხელმძღვანელობით, აშშ-ის მთავრობისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს და გრანტებს სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღებს. ეს ფონდი ასევე დამოუკიდებელი იქნება აშშ-სომხეთის ერთობლივი კომპანიის "TRIPP-ის განვითარების კომპანიისგან", რომელმაც ახალი სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას ზედამხედველობა უნდა გაუწიოს.

დღეს, 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის ოფიციალური პირები „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 22 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ღონისძიება კონცენტრირებული იქნება იმ ინსტიტუციურ და ფინანსურ მექანიზმებზე, რომლებიც აუცილებელია TRIPP-ის პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადასაყვანად.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიებას დაესწრებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მშვიდობის საკითხებში სტივ უიტკოფი, სენატორი სტივ დეინსი და 40-ზე მეტი ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელი.

2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი "შუა დერეფნისა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები