მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა წინაპირობა აქვს ე.წ მწვანე პასპორტების ამოქმედებას? - გაბუნიას განმარტება

6183998b80974
ინგა მურუსიძე
04.11.21 12:26
941
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში ე.წ. მწვანე საშვები ამოქმედდება, ამისთვის ბიზნესიც უნდა მოემზადოს და შრომის ინსპექციაც.

მისი თქმით, უწყებათშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, სადაც სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს.

„საბჭოზე იყო მსჯელობა მწვანე საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით, იყო საუბარი ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ფინანსური კუთხით, ყველა საკითხზე დამატებით იქნება მსჯელობა და საბჭო შეიკრიბება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Bm.ge-მ გაბუნიას კითხვა, თუ რა უშლის ხელს მთავრობას გადაწყვეტილების მიღებაში, შესაძლოა თუ არა ადამიანების მძაფრი რეაქციის ეშინოდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ხელისუფლებას უკვე ბიზნესიც მოუწოდებს სავალდებულო ზომების შემოღებისკენ.

„რაც შეეხება მწვანე საშვის კონცეფციას, რომელიც არის არაპირდაპირი რეგულირება და არის სავალდებულო მოთხოვნა რომელიმე ერთი პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს, ეს არის ვაქცინაცია, ანტიგენტესტირება, pcr-ტესტირება და გადატანილი ინფექცია. ადმინისტრირების საკითხში მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და ქვეყანაში დანერგვა, ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია, გაყალბება დოკუმენტის, ან წესის დარღვევა.

ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას რა გამოხატავს იმაზე, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა, ვერ მოხვდება გარემოში, სადაც ბიზნეს აქტივობა წარმოებს და არ იქნება გარანტიები შრომის ინსპექციის მხრიდან იმისა, რომ აღსრულება მოხდება შესაფერისად, ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. ახლა გარანტიებზე მიდის მუშაობა და როგორც კი საბოლოო სურათი გვექნება, გადაწყვეტილების მიღებაც არ დააყოვნებს", - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები