მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხარვეზებს ხედავს "გირჩი" განახლებულ თავდაცვის კოდექსში?

BM.GE
23.03.23 13:01
343
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაასრულა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტის ორდღიანი განხილვა. მისგან გამომდინარე 45 პროექტზე კენჭისყრის პროცედურა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. 

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე განმარტავს, კანონპროექტი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა. ის ახლებურად არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. 

პროექტის თანახმად, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 6-დან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის.

ცვლილებების პროექტი, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც. სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობაც. 

საკითხზე თანამომხსენებლის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განმარტებით, წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას საფუძვლად დაედო ისეთი ფაქტორები როგორიცაა არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის და სისტემის შემდგომი რეფორმირების საჭიროება.

რამდენად მორგებულია კოდექსი ნაკლოვანების აღმოფხვრას, მით უფრო სამხედრო სამსახურში გაწვევის ნაწილი, ეს იყო განხილვებისას ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ნაწილი. ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“. რომლის მიხედვითაც საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ საქართველოში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად.


ამ მუხლთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე ბევრი შეკითხვა დაისვა.

სტუმარი: ჰერმან საბო - “გირჩის” წევრი, პარლამენტარი.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები