მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება სატვირთო ავიაბაზარზე და როგორ ვითარდება გადაზიდვების ინდუსტრია?

BM.GE
25.07.23 16:35
109
ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება საავტომობილო რეგულარული რეისებით განხორციელდება. შესაბამის პროექტს მულტიმოდალური გადაზიდვების ოპერატორი კომპანია SKYLOG-ი ამუშავებს. საუბარია კვირაში ერთი რეისის განხორციელებაზე, რომელიც რუსეთის დერეფნის გვერდის ავლით შესრულდება. კონკრეტულად ჩინეთიდან ტვირთი შევა ყაზახეთში და აზერბაიჯანის გავლით მოხვდება საქართველოში. დაგეგმილია ასევე ევროპიდან საქართველოში ნაკრები ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირებაც. კომპანია აცხადებს, რომ ნოვოროსიისკის პორტის დაკეტვის გამო ფოთის მიმართულება ძალიან გადატვირთულია და ჩინეთიდან ტვირთების ზღვით ტრანსპორტირებას ნაცვლად 45 დღისა თითქმის 70 და 90 დღე სჭირდება. ამიტომ მუშაობა მიდის ალტერნატიულ მარშრუტებზე რომ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთი ისევ 45 დღეში იყოს და ამის გამო ტრანსპორტირება არ გაძვირდეს. 

სტუმარი: გიორგი ზუმბაძე - SKYLOG-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები