მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა FMCG ბაზარი საქართველოში? - სექტორის განვითარების პოტენციალი

ბრენდული ქსელების წილი FMCG ბაზარზე ბოლო 5 წელში 16.9%-ით - 38.6%-მდე გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების და ბაზრის წილის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორად გეოგრაფიული ექსპანსია სახელდება. ამავე მიზეზით სავარაუდოა, რომ მათი წილის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში 55.6%-ს მიაღწევს.

მოსალოდნელია, რომ 2028 წლის ბოლომდე თბილისსა და რეგიონებში დაახლოებით 3,000-მდე ახალი მაღაზია გაიხსნება, რის შედეგადაც ბრენდული მაღაზიების რაოდენობა 2028 წლის ბოლომდე 6,500-ს მიაღწევს. გალტ & თაგარტის კვლევაში შეფასებულია, თუ რამდენად მიმზიდველია ბრენდული ქსელების ექსპანსია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ანალიზის თანახმად კი ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, სამომავლო გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია აჭარა, ქვემო ქართლი და თბილისი, ხოლო შედარებით ნაკლებად საინტერესო კი - მაღალმთიანი რეგიონები და გურია. რეგიონების პოტენციალის შეფასების ანალიზი ეყრდნობა დემოგრაფიულ დინამიკას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და ბრენდული ქსელებით ბაზრის გაჯერებულობის მაჩვენებლებს. როგორია რითეილ სექტორის განვითარების გეგმა?

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელი;

მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ექსპერტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები