2023 წელს ბეტონის წარმოება, რეკორდულ 4.3 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებით და გაზრდილი სამშენებლო აქტივობით აიხსნება - ამის შესახებ მიმოხილვას Galt&Taggart-ი აქვეყნებს. მიმოხილვის მიხედვით, ბეტონის ფასის სწრაფი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო, რაც მაღალმა მოთხოვნამ და ცემენტის ფასის ზრდამ განაპირობა. ამასთან, როგორც Galt&Taggart-ი აღნიშნავს, სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი 2020-23 წლებში თითქმის გაორმაგდა, რაც პანდემიის შემდეგ მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. რა ზომის არის სამშენებლო & სარემონტო მასალების ბაზარი საქართველოში?
სტუმრები: კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი;
ოთარ ცუხიშვილი - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი;