მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ზომისაა უძრავი ქონების ბაზარი? - "კოლიერს ჯორჯიას" 8 თვის შეჯამება

კოლიერს ჯორჯიას განახლებული მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. აქედან ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე კლება 11.1%, მეორეულ ბაზარზე 0.2%, ხოლო ძველ პროექტებში 15.3% იყო.

ტრანზაქციების კლების მიუხედავად რიკოვ.გეზე განახლებული მონაცემებით გასულ თვეში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 1.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 20.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალაქის ცენტრში ამ მასშტაბის ფასის ზრდა ცოტა რაოდენობის ტრანზაქციების რეგისტრაციის ხარჯზეა, რამაც საშუალო შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად შეცვალა.

როგორია კოლიერსის წლიური შედეგები და შეფასებები უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ?

სტუმარი: ლეო ჩიქავა - "კოლიერს ჯორჯიას" კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები