მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც არ უნდა მოხდეს, EU-ში გაწევრიანების მიზნისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ - AMCHAM

62a5e27b5a9b1
მარიამ ვარადაშვილი
12.06.22 18:00
866

AMCHAM-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯ ველტონის განცხადებით, ევროკომისიამ შეფასების როგორი ანგარიშიც არ უნდა დადოს საქართველოს წევრობის საკითხზე, ქვეყანამ ამ მიზნისკენ სვლა უნდა გააგრძელოს. 

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ძალიან იმედგაცრუებულები ვიქნებით თუ ეს ასე არ მოხდა. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ნამდვილად ბედნიერი ვიქნებით თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ვიცი, რომ ხალხი საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ლაპარაკობს დიდი ხანია, მაგრამ ამ დრომდე რეალისტური შესაძლებლობის მსგავსი მაგიდაზე არ დადებულა. რუსეთის მიერ უკრაინაში ინტენვეციამ ამ ვითარებაში უდიდესი ცვლილება შეიტანა. რა პასუხიც არ უნდა მივიღოთ ევროკომისიისგან ეს ღიაობა გაგრძელდება. ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთიანები ვიყოთ და შევეცადოთ ამ უპირატესობიდან სარგებელი მივიღოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ამ მიზნისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ”, - განაცხადა მან BMG-ის გადაცემა Checkpoints-ის ეთერში.

ცნობისთვის, 6 ივნისს ინვესტორთა საბჭოში შემავალმა ბიზნესასოციაციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილით მიმართეს, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ. ღია წერილზე ერთ-ერთი ხელმომწერი AMCHAM-ც არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები