მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ინტერნეტიზაციის პროექტი 15 მილიონი დაჯდება

62601800306b8
BM.GE
20.04.22 19:00
2449
საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანია "ოუფენ ნეტმა" რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რაიონში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელის გაყვანის მიზნით ორ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულებები. კონტრაქტების მოცულობა 15.3 მილიონ ლარს შეადგენს. 

პროექტი შემდეგ არეალებს მოიცავს:

წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის პარამეტრებია: ასაშენებელი ინფრასტრუქტურა - 145 კმ; დასახლებული პუნქტი-21. კონტრაქტორი შპს "პარვუს ჯგუფი", ფასი 9,059,797 ლარი.

დაგეგმილი სამიზნე გეოგრაფიული არეალები:ლენტეხის მუნიციპალიტეტში -დაბა ლენტეხი, ხელედი, რცხმელური; ცაგერის მუნიციპალიტეტში - ქალაქი ცაგერი, ტვიში, მახაში, წიფერჩი, ლასურიაში, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი, ოყურეში, ზუბი, ლაილაში, ჩხუტელი, ლაჯანა, ორბელი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - ჩუნეში, ცხუნკური, ყუმისთავი, დღნორისა.

ტყიბული-ამბროლაური-ონის პარამეტრებია: ასაშენებელი ინფრასტრუქტურა - 150 კმ; დასახლებული პუნქტი-20. კონტრაქტორი შპს "სის ბიზნეს სერვისი", ფასი 6,244,878 ლარი.

დაგეგმილი სამიზნე გეოგრაფიული არეალები: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - ქალაქი ამბროლაური, ხვანჭკარა, ჭრებალო, ბუგეული, ბოსტანა, ლიხეთი, სადმელი, კვაცხუთი, ძირაგეული, კლდისუბანი, წესი, ურავი, ნიკორწმინდა, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ხოლო ონის მუნიციპალიტეტში - ქალაქი ონი, უწერა, ღები, ღარი, გლოლა.

აქამდე, ინტერნეტიზაციის პროექტი ორ მუნიციპალიტეტში, ქობულეთსა და ოზურგეთის რაიონში განხორციელდა. ოზურგეთში 
 9,611,483 ლარის ღირებულების პროექტი სწორედ "პარვუს ჯგუფმა" განახორციელა. 

2022 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ინტერნეტიზაციის პროექტისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 34 მილიონი ევროს სესხის აღების გადაწყვეტილება მიიღო. ამავე პროექტისთვის 2020 წელს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან 35.7 მილიონი ევრო ისესხა. მთლიანობაში ინტერნეტიზაციის ბიუჯეტი 68.7 მილიონი ევრო იქნება. ამ თანხით რეგიონებში 5,000 კილომეტრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ ქსელი უნდა მოეწყოს. შედეგად, 500,000-მდე მოქალაქისთვის უნდა გახდეს სტაბილური ფართოზოლოვანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები