მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ახალი ტურისტული კომპანია იწყებს ფუნქციონირებას - "ჭრებალოს მარანი" ფართოვდება

628f8be947f02
ანუკა ჯოხაძე
26.05.22 22:00
1101
რაჭაში ივლისიდან ახალი რესტორანი, სატრენინგო სივრცე და ტურისტული კომპანია დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც რაჭაში ჩასულ ტურისტებს სხვადასხვა მიმართულებით ტურებს შესთავაზებს.

ახალ სივრცეებს ჭრებალოს ღვინის მარანი ხსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი სოფო ლეკიშვილი ამბობს, მთავარი გამოწვევა რაჭის რეგიონში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

“წელს ივლისში ჩვენს მარანს სადეგუსტაციო სივრცე, რესტორანი, ასევე ტრეინინგ და საკონფერენციო სივრცე დაემატება. ასევე პატარა ტურისტული კომპანია, რომელიც ადგილობრივ საინტერესო ტურებს შესთავაზებს ტურისტებს.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რაჭაში მნიშვნელოვანია, ასევე აუცილებელია რეგიონში სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, რაც რაჭისთვის ჯერჯერობით მთავარი გამოწვევაა”, - აცხადებს ჭრებალოს ღვინის მარნის თანადამფუძნებელი სოფო ლეკიშვილი.

"ჭრებალოს მარანი" ღვინის სხვადასხვა სახეობას ბაზარს რამდენიმე წელია სთავაზობს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. "ჭრებალოს მარნის" ღვინო ექსპორტზე გავიდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის ქვეყნები. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასა და აზიის ქვეყნებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები