მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში კადრს ვერ ვპოულობ, შესაბამისად, ყველაფრის გაკეთება მე მიწევს" - რეგიონის გამოწვევები

რაჭა

"რაჭაში მუშახელი არ არის, შესაბამისად ყველაფერს მე ვაკეთებ", - ამის შესახებ BM.GE-სთან რაჭაში, სოფელ აგარაში მდებარე ტურისტული ობიექტის "გზას" დამფუძნებელი, ანა აბუთიძე საუბრობს.

მისი თქმით, გარდა კადრების დეფიციტისა, გამოწვევაა წყლისა და ელექტროენერგიის სრულფასოვანი მიწოდებაც.

"სოფელში კადრს უბრალოდ ვერ ვპოულობ, რომელსაც დავასაქმებ. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ სოფელი მოსახლეობისგან არის დაცლილი. ჩვენ სოფელში ძირითადი მცხოვრები არის სამი ოჯახი', - ამბობს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, გამოწვევები მხოლოდ კადრების დეფიციტი არ არის, როგორც ანა აბუთიძე ამბობს, სოფელს წყლის პრობლემაც აქვს.

"შარშან წყლის პრობლემა არ გვქონია, თუმცა აგვისტოდან, როდესაც ობიექტი გავხსენით, წყლის პრობლემა შეგვექმნა, რის გამოც ცისტერნები დავდგით. დილას წყალი გრაფიკით მოდიოდა, ცისტერნებს ვავსებდით და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ყოფნიდათ. ყველგან ვრეკავ და ვეუბნები ჩემი პრობლემების შესახებ. მით უმეტეს, როდესაც ტურისტული ობიექტი გაქვს, მეტი პასუხისმგებლობაა, რომ შენს სტუმრებს მეტი კომფორტი შეუქმნა. მეუბნებიან, რომ რეგიონში ბევრი ხალხია და დაწოლა დიდი აქვს, რის გამოც ფერხდება წყლის მიწოდებაო. პრობლემაა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაც, რის გამოც გენერატორი შევიძინეთ. ",- აცხადებს ობიექტის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები