მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც ძალიან კარგი რთველი იყო" - "ხვანჭკარის ღვინის მარანი"

რაჭის ვენახები

რაჭაში რთველი 2023 ოფიციალურად დასრულდა. მევენახე-მეღვინეები კი BMG-სთან მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას აფასებენ და როგორც "ხვანჭკარის ღვინის მარნის" დირექტორი გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მოლოდინი საკმაოდ უარყოფითი იყო, მოლოდინები არ გამართლდა და რაჭაში რთველმა საკმაოდ დადებითი შედეგებით ჩაიარა.

მისივე ცნობით, რომ არა კლიმატური ცვლილებები და უხვი ნალექი, წლევანდელი რთველის მოსავალი რაოდენობრივად ბევრად უკეთესიც იქნებოდა, თუმცა, ამ დროისთვის წინა წელს მიღებული მოსავლის რაოდენობა არ შემცირებულა.

"საწყის ეტაპზე მოლოდინი იყო, რომ არ იქნებოდა საკმარისი ყურძენი, დაზიანებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, ცხადია, დადებითი კუთხით. ჩემი მონაცემებით, რაჭაში 1500 ტონა ყურძენს მიაღწია მთლიანმა მოსავალმა, ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა მოსავლის, რაც შარშან იყო, მაგრამ ამინდს და ბუნებას რომ ეცადა, მოსავლიანობა უნდა გაზრდილიყო, რადგან კლიმატურმა კირობებმა მაინც იმოქმედა და რაოდენობა შეამცირა, თუმცა ხარისხის ნაწილში გასაკვირიც იყო ისეთი კარგი ხარისხის ყურძენი მივიღეთ", - ამბობს გიორგი ჭანტურია.

მეღვინე აღნიშნავს იმასაც, რომ რაჭის ზოგიერთ სოფელში სეტყვაც დაფიქსირდა, თანაც ზუსტად მაშინ, როცა რთველი უნდა დაწყებულიყო, ასევე სწორედ იმ პერიოდში, როცა მოსავლისთვის მზიანი და მშრალი ამინდი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო უხვი ნალექი მოვიდა, რამაც, ცხადია, რომ რაოდენობის შემცირება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები