მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ლორის "ხამონიზაცია" დაიწყეს

5e25cc416b970
მარიამ ადამია
20.01.20 21:00
11092
„რაჭაში დაწყებული გვაქვს წარმოების პროცესი ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ვაკეთებთ რაჭული ლორის "ხამონიზაციას",“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, Native Georgian-ის ხელმძღვანელმა ვასილ ბაბლუანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაჭული ლორი, ეს არის ავთენტური და უნიკალური პროდუქტი, თუმცა, დღეს მას აკლია ტექნოლოგიური დამუშავება.

ცნობისთვის, ხამონი სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც ესპანეთსა და პორტუგალიაში აწარმოებენ.

„ამ ეტაპისთვის თვეში ორ ტონამდე პროდუქტს ვაწარმოებთ, თუმცა მიზანია თვეში ათ ტონამდე გავზარდოთ. ამის საშუალებას, თავად ქართული ღორი გვაძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ ქართულ ტრადიციულ პროდუქტებზე, გავზარდოთ წარმოების პროცესები და რაც მთავარია მივცეთ საბაზრო სახე. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, არ გვინდა რაიმე პროდუქტის კოპირება უცხოური ბაზრიდან, ჩვენ ვქმნით მხოლოდ ქართულს, ავთენტურს და ტრადიციულს,“ - აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.

მისივე თქმით, კომპანიის მიზანია ჩანაცვლდეს იმპორტირებული პროდუქტები და ფასი დარჩეს საბაზრო, ანუ ბევრად კონკურენტუნარიანი, ვიდრე იმპორტირებულის შემთხვევაშია.

შეგახსენებთ, რომ რაჭული ლორი "ხამონიზაციასთან" ერთად, ქართულ ბაზარზე გამოჩნდება მალე სვანური ზისხორა, იგივე სისხლის ძეხვი და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები. უკვე “კარგად დავიწყებული” რეცეპტებით ძეხვეულის წარმოებას კომპანია Native Georgian-მა დაიწყო.

ფოტო ეკუთვნის www.soplidan.ge-ს, ავტორი ზაზა ნიკოლოზიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები