მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში მძიმე რთველი გველოდება"- მეღვინეები მიზეზებზე

ყურძენი

კახეთთან ერთად, 2023 წლის რთველზე მცირემოსავლიანობის მოლოდინი აქვთ რაჭაშიც. რაჭველი მევენახეები ამბობენ, რომ ზაფხულში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსავალი დააზიანა. 

კომპანია "ღვინუკას" დამფუძნებლის მოლოდინით, წელს რაჭაში 35%-ით ნაკლები მოცულობის მოსავალი მოვა.  მისი თქმით, მთავარი გამოწვევა იქნება ხარისხიც, რადგან დიდი რაოდენობით ყურძენი რაჭაშიც გაფუჭდა. 

“2023 წლის რთველი რაჭაში საკმაოდ მძიმე იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ როცა ყალიბდება ვაზი, ანუ ივნისში, იყო უხვნალექიანობა, რამაც გამოიწვია ის, რომ რადიკალურად გაუარესდა ყურძნის მდგომარეობა. შესაბამისად, წელს ჩვენს მეღვინეობას უარყოფითი მოლოდინები აქვთ. გარდა იმისა, რომ ხარისხობრივად არის გაფუჭებული, რაოდენობრივადაც ცოტა არის. საკმაოდ რთული იქნება ხარისხიანი ყურძნის ამორჩევა. ეს აისახება ღვინოებზეც. ვთვლით, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება. 

ზოგადად, წელიწადში 2000-2500 ტონა ყურძენი მოდის რაჭაში, მაგრამ წელს ველოდებით რომ 30-35%-ით ნაკლები იქნება მოსავალს”, -ამბობს “ღვინუკას” დამფუძნებელი ზურაბ მაისაშვილი. 

მისი ინფორმაციით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე სავარაუდოდ რაჭაში კონკრეტული ჯიშების ყურძენი გაძვირდება. მისი თქმით ფასი, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები