მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭის სასტუმროებს დამსვენებლებისთვის ადგილი არ ეყოთ - როგორი იყო ზაფხულის ტურისტული სეზონი რაჭაში?

6329c7f344618
ანუკა ჯოხაძე
20.09.22 23:55
1480
2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი რაჭაში დასრულდა. როგორც ადგილობრივი სასტუმროების, კვების ობიექტებისა და მარნების წარმომადგენლები ამბობენ, მიმდინარე წლის აგვისტოში რაჭამ თითქმის იმავე რაოდენობის დამსვენებელი მიიღო, რასაც პანდემიამდე წლებში მასპინძლობდა.

კერძო სექტორის წარმომადგენლების თქმით, რაჭაში დამსვენებლების დიდი რაოდენობა ფესტივალების გამო იყო, რადგან წელს რაჭამ ორ ფესტივალს უმასპინძლა. როგორც ცნობილია, "როკვას" ფესტივალმა რეგიონში ახალგაზრდების დიდი რაოდენობა ივლისის ბოლოს ჩაიყვანა, აგვისტოში კი ვიზიტორები რაჭას "გემო ფესტის" გამოც ესტუმრნენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, ადგილობრივ სასტუმროებში ამბობენ, რომ რაჭაში არსებული დამსვენებლების რაოდეობის სრულად დაბინავება რესურსის არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა.

“როცა რეგიონში მაქსიმალური დატვირთვა იყო, ვერ დავაკმაყოფილეთ. რეგიონის მასშტაბით არ იყო ის საკმარისი შეთავაზება, რომ მაქსიმალური მოთხოვნის პირობებში, მაგალითად ისეთი როგორიც იყო ამ ზაფხულს როკვა ფესტივალის პერიოდი, სტუმრობი დაგვებინავებინა. სასტუმროები ვცდილობდით ერთმანეთთან თანამშრომლობას, რომ ჩამოსული სტუმრები რამენაირად განგვეთავსებინა. ამ თვალსაზრისით ზემო და ქვემო რაჭას შორისაც განსხვავებაა, თუ რაღაცეები ქვემო რაჭაში განვითარებულია, ზემო რაჭაში ეს ასე არ არის,”-აცხადებს თამარ დავითულიანი სასტუმრო გარემოს დამფუძნებელი.

სასტუმრო “გარემოს” დამფუძნებელი BM.GE-თან საუბრისას ამბობს, რომ რაჭის განვითარებაში სახელწმიფოს ჩართულობა აუციელებლია. მისი თქმით, რაჭაში, სადაც დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია პრობლემები მრავლადაა.

მისივე თქმით, რეგიონში ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პრობლემებია, რაც ტურიზმის განვითარებას აფერხებს. ამასთან, მისი პრობლემაა გაზმომარაგებაც, რომელიც რაჭის სოფლების უმეტესობაში ამ დრომე არ არის შეყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები