“რადიო თავისუფლება” უნგრულენოვან მაუწყებლობას წყვეტს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან მისი დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მუქარა გაჟღერდა.
გლობალური მედიის ამერიკულმა სააგენტომ (USAGM), რომელიც “რადიო თავისუფლებას” მეთვალყურეობს, გრანტების გაცემა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უნგრეთის მმართველი პარტიის ნაციონალისტური პოლიტიკისადმი აშშ-ს ადმინისტრაციამ მხარდაჭერა დააფიქსირა.
გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა უნგრული საზოგადოებისაგან, ისევე როგორც მეზობელი ჩეხეთისგან. ისინი დახმარებას ევროკავშირს სთხოვენ, რათა დაკარგული ფინანსური წყაროები შეავსონ.




























