დაბა კაზრეთში კომპანია „არემჯის“ დახმარებით ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სტადიონისთვის ტერიტორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო, ხოლო მიწის სამუშაოებს ადგილზე კომპანია „არემჯი“ ახორციელებს. ადგილზე კომპანიის ტექნიკის დახმარებით გაიწმინდა და მოსწორდა სტადიონისათვის განკუთვნილი მიწის საფარი. მშენებლობის მე-2 ეტაპი ადგილზე სტადიონის საფარის და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს. კაზრეთის რაგბის გუნდ ,,ყოჩებს ‘’ უკვე მე-3 წელია, რაც კომპანია „არემჯი“ აფინანსებს. ამ დრომდე 50-მდე პატარა სპორტსმენს ყოველდღიური ვარჯიში კაზრეთის მინი ფეხბურთის სტადიონზე უწევდათ. მალე ნორჩი „ყოჩები“ კომპანიის დახმარებით აშენებულ ახალ სტადიონზე გადაინაცვლებენ და სრულყოფილი ვარჯიშების გამართვას შეძლებენ.