მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

საქართველო რაგბის მსოფლიოზე

სიდნეის ოპერამ რაგბიში მსოფლიოს 2027 წლის თასის ფინალური ეტაპის წილისყრა უმასპინძლა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობაც გაირკვა. “ბორჯღალოსნები” B ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ეყოლებათ.

საქართველოს მსოფლიო თასზე იტალიასთან აქამდე არასდროს უთამაშია, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასა და რუმინეთს კი თითოჯერ შეხვედრია. ბორჯღალოსნები აფრიკელებს ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, 2003 წელს, ავსტრალიაში დაუპირისპირდნენ და 19:46 წააგეს, რუმინეთს კი 2011 წელს ეთამაშნენ 25:9 დაამარცხეს.

წილისყრის სრული შედეგები ასე გამოიყურება (მატჩების განრიგი 2026 წლის 3 თებერვალს გამოცხადდება).


A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონკონგი.

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი.
C ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა.
D ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია.
E ჯგუფი: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, სამოა.
F ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე.

შეგახსენებთ, რომ 2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაში (სიდნეი, მელბურნი, ბრისბენი, ადელაიდა, პერთი, ნიუკასლი, თაუნსვილი) 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე გაიმართება და ისტორიაში პირველად მასში მონაწილეობას 20-ის ნაცვლად 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. განახლებული ფორმატის თანახმად, მონაწილეები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში ითამაშებენ, მერვედფინალში კი ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.
ცნობისთვის, საქართველოს მსოფლიო თასზე ჩატარებულ 24 მატჩში 5 მოგება, 1 ფრე და 18 წაგება გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები