მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Raiffeisen Bank-მა რუსეთიდან გასვლის გარიგება ჩაშალა

Raiffeisen Bank

ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებით მორიგი გარიგება ჩაშალა.

როგორც ცნობილია, რუსულ საინვესტიციო კონსორციუმს ბანკის რუსული ფილიალის გამოსყიდვა სურდა, რაც Raiffeisen Bank Russia-ს გაყინულ აქტივებთან წვდომის აღდგენის საშუალებას მისცემდა, თუმცა ევროკავშირის და აშშ-ის ხელისუფლებამ ეს გარიგება დაბლოკა, რადგან ის რუს ოლიგარქებს გაყინული აქტივების განაღდების („გაქეშების“) შესაძლებლობას მისცემდა.

ავსტრიული ბანკი რუსეთის ბაზარზე 1996 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ცენტრალური ბანკის მიერ აღიარებულ 13 სისტემურ ბანკს შორის ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსული საბანკო-საფინანსო სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.

2022 წელს Raiffeisen International-ის მიერ გენერირებული შემოსავლების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა, ეს იმის მაუწყებელია, რომ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული დაპირებების მიუხედავად, ბანკი რუსეთზე დამოკიდებულებას არ ამცირებს.

აქამდე, ბანკმა გარიგება ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან ჩაშალა, რომელსაც კომპანიის გამოსყიდვა სურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები