მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაიონებში მეწარმეობის პრაქტიკული კურსი ტარდება - რას მოიცავს სწავლება

64b957a974197
BM.GE
20.07.23 20:00
442
სოფლად ბიზნესის დაწყებასა და განვითარებასთან დაკავშირებით, 17-19 ივლისს ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მეწარმეებისათვის პრაქტიკული კურსი გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეებს, ღონისძიების ფარგლებში, პროექტი მუნიციპალიტეტების მერებმა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარუდგინეს.

პროექტი - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, სსიპ “აწარმოე საქართველოში” და ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოს” მხარდაჭერით ხორციელდება, აჭარაში კი ამ პროცესში ასევე ჩართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მიმდინარე წელს აღნიშნული კურსი უკვე ჩატარდა მარტვილში, თეთრიწყაროში, ზესტაფონში, ფოთში, მესტიაში, საჩხერეში, ახალციხესა და ბორჯომში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები