მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნა - გამოძიების საბოლოო ანგარიში

სს

ავიაკატასტროფის მიზეზის გამოძიების საბოლოო ანგარიშის თანახმად, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის კატასტროფა უმთავრესად გამოწვეული იყო ამინდის პირობებით, კერძოდ, ძლიერი ნისლით. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ძლიერი ნისლის გამო ვერტმფრენი, რომელშიც რაისი და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ, მთას შეეჯახა.

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი მაისში აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად, ასევე დაიღუპა ირანის პრეზიდენტთან ერთად ბორტზე მყოფი ცხრა პირი, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.

ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი და რას უნდა ველოდეთ ფეზეშქიანისგან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები