მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის მოკლული უზენაესი ლიდერი მეშჰედში დაკრძალეს

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის მოკლული უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის ყველაზე წმინდა სალოცავში დაკრძალეს. არსებული ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში გამართულ მრავალათასიან სამგლოვიარო ცერემონიას ხალხის დიდი ნაკადი დაესწრო. საყურადღებოა, რომ პროცესია მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სასულიერო პირებმაც მიიღეს, თუმცა ლიდერის შვილი და ქვეყნის ახალი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, ირანის უზენაესი ლიდერი მიმდინარე წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული ერთობლივი დარტყმების შედეგად, ბრძოლების დაწყების პირველივე დღეს დაიღუპა.

ცნობისთვის, ალი ხამენეი უზენაეს ლიდერად 1989 წელს დაინიშნა და იგი საკუთარ ხელში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ძალაუფლებას აერთიანებდა. მისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, გამკაცრდა რელიგიური მართვის მოდელი და ჩამოყალიბდა ახალი ანტი-ამერიკული და ანტი-ისრაელური რეგიონული სამხედრო-ტერორისტული ალიანსი ლიბანში, იმენეში, ერაყში, სირიაში და ღაზაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები