მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია TOYOTA-ს ქარხნების გაჩერება?

Toyota

გასულ კვირას იაპონიის მასშტაბით Toyota-ს ყველა ქარხანა ერთდროულად გაჩერდა. თავდაპირველად გავრცელებული ცნობების თანახმად, საწარმოო პროცესის შეფერხება კიბერშეტევით იყო განპირობებული, თუმცა კომპანიის წარმომადგენლობა ამ ვერსიას უარყოფს.

Toyota-ს განმარტებით, პროცესის შეჩერება ცენტრალური სერვერების გადატვირთვამ გამოიწვია. როგორც ჩანს, სისტემური მეხსიერების ბარათი კრიტიკულ დონემდე შეივსო, რის გამოც მისი ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო.

ცენტრალური სისტემის გადატვირთვამ დამხმარე სისტემების შეჩერება გამოიწვია, რაც პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ამჟამად ყველა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და სისტემა შეფერხებების გარეშე განაგრძობს ფუნქციონირებას.