მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის დაბინძურება? - სააგენტოს განმარტება

63c7e3ecf2801
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.23 16:36
2187
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით მიზეზი დიდი ალბათობით ყარაყუმის უდაბნოდან შემოსული მტვრის მასებია.

უწყებაში განმარტავენ, რომ მიზეზების შესწავლა და დაზუსტება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

„ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

აღნიშნული პროცესის მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ ზუსტდება, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გარკვეული დროს საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები