მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა 7%-იანი ეკონომიკური ზრდა? - საქსტატის განმარტება

საქართველო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ 2023 წლის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7%-ით განისაზღვრა.

2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

"ეკონომიკურ ზრდაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა, მშენებლობა, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, ასევე ინფორმაცია და კომუნიკაცია.

მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა 2 სექტორში, ეს არის ენერგეტიკის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სექტორები", - განაცხადა თოდრაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 4.6%-ით გაიზარდა დღგ-ს გადასახადის გადამხდელი კომპანიების ბრუნვის მოცულობა და 14.7 მლრდ ლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები