მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ADB-ის ინტერესი საქართველოში კაპიტალის ბაზრის მიმართ? - ინტერვიუ

ეიდიბი
BM. GE
08.10.23 22:15
11

ADB-ის და ქართული ბიზნესის თანამშრომლობა - "ბიზნესის კვირეულის" წამყვანის, გიორგი ისაკაძის ინტერვიუ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორთან, სიუზან გაბურთან და  ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, დევიდ ურბანეხა-ფურელოსისთან. 

- დიდი მადლობა თქვენი დროისა და შესაძლებლობისთვის. სიუზან, მიხარია, რომ აქ, ჩვენს ოფისში გვსტუმრობთ. დიდი მადლობა.  სიახლე გვაქვს, რომელიც “საქართველოს კაპიტალის” ობლიგაციების გამოშვებას ეხება, რაც ფანტასტიკურია. დიდი მადლობა ჩართულობისთვის და ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ხომ ვერ გვეტყვით უფრო მეტს ამ ობლიგაციების შესახებ და რამ განაპირობა საქართველოსთვის თქვენნაირი სტრატეგიული ინვესტორების მხრიდან ასეთი ინტერესი?

სიუზანი - დიდი მადლობა, გვიხარია, რომ აქ ვართ და ამ მნიშვნელოვან საკითხზე ვლაპარაკობთ. მდგრადობაზე ორიენტირებული ობლიგაციები, მწვანე ობლიგაციები - როგორც აღნიშნეთ, ყველა ეს ობლიგაცია ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. გვახარებს, რომ აზიის განვითარების ბანკთან ერთად საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც ESG-მიმართულებასთან დაკავშირებული ობლიგაციებით, ასევე პირველი მწვანე, გენდერული და მდგრადობაზე ორიენტირებული ობლიგაციების მხარდაჭერით, როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა ბაზრის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით ინტერესის გასაღრმავებლად, განსაკუთრებით “საქართველოს კაპიტალის” მსგავს ძლიერ სპონსორთან ერთად. ეს კომპანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთგულია, რაც ამ ობლიგაციებზეც აისახება. ამასთან, კომპანიას ნათლად ჩამოყალიბებული მდგრადი მიზნებიც აქვს - აი, მაგალითად 2027 წლისთვის გამონაბოლქვის 20%-ით შემცირება, რაც ჯგუფის ნახშირბადნეიტრალურობის უფრო დიადი მიზნის ნაწილია. გვიხარია, რომ ამაში ვმონაწილეობთ.

სიუზანი - მშვენიერი! შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა მწვანე ბონდების შესახებ რამდენიმე თვის წინ გვესაუბრა, ხოლო ახლა სიუზანმა აღნიშნა, ადგილობრივ ბაზარზე არსებული ემიტენტები და ინვესტორები ახსენა. როგორ შეიძლება, მათ ამით სარგებელი მიიღონ? საყურადღებოა ისიც, თუ რამდენად უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტორი არის ჩართული ამ გარიგებაში.

სიუზანი - სანამ სათქმელს დეივიდს გადავცემ, ვიტყვი, რომ წლებია, რაც ADB ბონდების გამოშვების პროცესში არის ჩართული. თავდაპირველად, გარედან იწყებ და ბაზრის განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა შიგნით შემოდიხარ, რაც განსაკუთრებით საინტერესო დეტალია ქვეყნებისა და კომპანიების მიერ დასახული კლიმატური მიზნების კონტექსტში. სუბიექტების იმპერატივი რომ იცი და ბაზარზე მოთხოვნის წასახალისებლად ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა შეგიძლია, განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დეივიდ, რამეს ხომ არ დაამატებდი?

დეივიდი: როგორც აღვნიშნეთ, ESG-ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში, მათ შორის მწვანე, გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდების მიმართულებით ADB ძალიან აქტიური იყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ეს მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, ემიტენტებისთვის კაპიტალის მოზიდვის დამატებითი გზის შექმნით, განსაკუთრებით მათ დღის წესრიგში მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხების შეტანით, მაგრამ, მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის - ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნით.

ეს კონკრეტული გარიგება ერთგვარი ნიშანსვეტია “საქართველოს კაპიტალისთვის” და ვამაყობთ იმ გზით, რომელიც კომპანიამ გამოიარა. საუბარია 150 მილიონის მდგრად ობლიგაციებზე, რაც კორპორაციული ობლიგაციების უდიდესი განთავსებაა საქართველოს საფონდო ბირჟის ისტორიაში. პროცესში ჩართულია რამდენიმე სტრატეგიული ინვესტორი, მათ შორის “აზიის განვითარების ბანკი”. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ გარიგებაში მონაწილეობა 275-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ 150 მილიონიდან თითქმის 83 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, არამედ კერძო ინვესტორებისგან, რაც ნიშნავს, რომ ამ გარიგებაში მონაწილეობის საშუალება უფრო მეტ ინვესტორს ჰქონდა.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ევრობონდების შემთხვევაში, რომლებიც ევროპულ საფონდო ბირჟებზე ივაჭრება, ტიკეტის ტიპური ღირებულება ორასი ათას დოლარს შეადგენს, ანუ ისინი არახელსაყრელია საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის. ამ შემთხვევაში კი, როცა ბონდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე ილისტება, ერთი ტიკეტის ღირებულება ათასი დოლარია, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა, რაც ინვესტიციის დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა.

- რა არის ის მთავარი ელემენტები, რომლებსაც თქვენ მიერ დაფინანსებულ გარიგებებში უნდა ვეძებოთ?


სიუზანი - ეს შესანიშნავი შეკითხვაა, რადგან ამ ბონდების მთავარ არსს ის კრიტერიუმები წარმოადგენს, რომელთაც მათში ჩადებთ, რაც ქმნის ნდობას და აიძულებს კომპანიას, მონიტორინგი განახორციელოს და ანგარიში წარმოადგინოს. ბაზარი კლიმატის მიმართულებით ვითარდება, მაგრამ არ გვსურს, საუბარი იყოს გრინვოშინგის მსგავს თემებზე. ამგვარად, ჩნდება პასუხისმგებლობა და რეპორტინგის აუცილებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დეივიდმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ინვესტორების 55% კომერციული ინვესტორია - ახალ ტრენდს ქმნის, როგორც ბაზარზე, ასევე ინვესტორებს შორის, რაც ძალიან საინტერესოა.

- და ნიშნავს, რომ საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე…

სიუზანი - დიახ, ასეა.

- თქვენი პასუხიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ, ხომ არ გეგმავთ დამატებით ინიციატივებს ბაზრის განვითარების მიმართულებით, ხომ არ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ისინი? ჩვენი წინა საუბრისას, რომელიც BMG-ის ოფისში შედგა, ვსაუბრობდით ESG-ბონდებზე და მწვანე ობლიგაციებზე და ასევე მითხარით, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარი ვითარდება. გისმენთ…

სიუზანი - ძალიან გვახარებს ამ რეგიონში, საქართველოსა და კავკასიაში ყოფნა - “აზიის განვითარების ბანკისთვის” ეს მნიშვნელოვანი რეგიონია. საქართველოში ჩვენი ჩასატარებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩამოვედი. როგორც ვიცით, მომდევნო წლის მაისში აქ ჩვენი ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება და გვახარებს კომპანიებთან მუშაობა. იმ დროს, რამდენიმე სიახლეს, რამდენიმე ახალ ინვესტიციასაც გავაჟღერებთ.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, გვაინტერებს კლიმატთან დაკავშირებული მიმართულებები, მათ შორის განახლებადი ენერგეტიკის, საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა ტიპის კომპანიების გადმოსახედიდან. ვUყურებთ რა ყველა ღირებულებით ჯაჭვს და სექტორს, გვსურს, ამ პროცესებს ხელი შევუწყოთ და საქართველო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

დეივიდი: ერთი, რასაც დავამატებ ისაა, რომ ბაზარმა ADB-სთან მიმართებით დაინახა ის, რომ ჩვენ კლიენტების პარტნიორებად ვპოზიციონირებთ - ქვეყნისა და კლიენტების პარტნიორებად. ამასთან, გვიყვარს შესაძლებლობების შექმნა. გვესმის, რომ მიმართულება ერთია და ის მხოლოდ წინ მიდის და ყოველწლიური შეხვედრის მოახლოებასთან ერთად, ბევრ სექტორში ჩართულ სუბიექტებთან ვთანამშრომლობთ, რათა შესაძლებლობები მათთან ერთად შევქმნათ, რათა საბოლოო ჯამში, ADB-ის განვითარების მანდატმა ქვეყანას და იქ მცხოვრებ ადამიანებს სარგებელი მოუტანოს.

- წარმატებას გისურვებთ, განსაკუთრებით იმ მიმართულებებით, რაც 2024 წლის ყოველწლიური შეხვედრის წინ უნდა შესრულდეს. წარმატებას გისურვებთ ყველა ინიციატივაში და წარმატებას ვუსურვებ საქართველოსაც.

სიუზანი - დიდი მადლობა, გვიხარია აქ რომ ვართ. ჩვენთვის, კერძო სექტორი და მისი განვითარება, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ეს იწვევს ცვლილებას და ქმნის სამუშაო ადგილებს. მოქალაქეთა უმეტესობა კერძო სექტორის მიერაა დასაქმებული და ვიცით, რომ კლიმატის გადმოსახედიდან, ყველაზე დიდი ინოვაცია, ისევე, როგორც დაფინანსება, სწორედ კერძო სექტორიდან მოვა.

- რაც ნიშნავს, რომ მწვანე ობლიგაციებისა და ESG-ბონდების გამოშვება მთავარი მიზანი იქნება…

სიუზანი - რა თქმა უნდა.

- საქართველოშიც?

სიუზანი - კი, საქართველოშიც. კი, ზუსტად. ADB-ის სურს, კლიმატის ბანკი გახდეს და ამისთვის, ნდობით აღჭურვილი პარტნიორის სტატუსის ქონა და შესაძლებლობების ერთობლივად შექმნა და მომავალზე ორიენტირება მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს, ეს ხელს უწყობს ეკონომიკას და მოქალაქეებს.