მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა Euromoney-ის მიერ "თიბისის" საუკეთესო კორპორაციულ ბანკად დასახელება? - გიორგი თხელიძის განმარტება

თიბისი

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ - Euromoney, საქართველოში პირველად დაასახელა საუკეთესო კორპორაციული ბანკი და ამ ნომინაციაში "თიბისიმ" გაიმარჯვა.

"თიბისის" მიერ მიღებული ჯილდოს შესახებ BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" კომპანიის გენერალური დირექტორის მოდგილემ, გიორგი თხელიძემ ისაუბრა. როგორც თხელიძე აღნიშნავს, ეს აღიარება ერთი მხრივ "თიბისის" კლიენტების, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიის გუნდის დამსახურებაა.

"ჩვენი გუნდის უნიკალურობას კი ის ფაქტი უსვამს ხაზს, რომ ძალიან ბევრი ვეტერანი გვყავს, ვისთან ერთადაც "თიბისი" გაიზარდა და ამავე დროს გვყავს ბევრი ახალშემოერთებული ადამიანი, რომელსაც მოაქვს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. გარდა ამისა, მათი გამოცდილება არა მარტო საბანკო სექტორიდან, არამედ რეალური ინდუსტრიებიდანაც მომდინარეობს და ეს ძალიან გვეხმარება, რომ კლიენტების საჭიროებები კარგად განვსაზღვროთ", - ამბობს "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება ჯილდოს მიღების ფაქტორებს. გიორგი თხელიძის განმარტებით აქ მნიშვნელოვანი როლი ორმა საკითხმა ითამაშა. პირველი - ბაზარზე "თიბისის" ლიდერის პოზიცია, ხოლო მეორე - კორპორაციული კლიენტების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება იყო, მათ შორის, ინოვაციური პროექტები.

მისივე თქმით "თიბისი" კლიენტების საჭიროებებზე როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური მიმართულებით მუშაობს

"რთულია კორპორაციულ სეგმენტში პოზიციონირება, თუ არ გაიგე კლიენტის ინდივიდუალური საჭიროება: რა ბიზნეს მოდელია, მმართველ გუნდს რა აწუხებს, იმ სექტორში რა საჭიროებებია და ა.შ. ჩვენ სრულად ვიკვლევთ თითოეული კლიენტის საჭიროებას და ამისთვის ბანკირების გუნდი გვყავს.

რაც შეეხება სისტემურ ნაწილს, 2020 წელს გამოვიყენეთ კოვიდ პანდემია, როდესაც შენელებული იყო ბიზნესის მოძრაობა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-სთან დავნერგეთ ახალი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გვაძლევს სისტემურად, მონაცემების ანალიზის საფუძველზე გავაანალიზოთ სექტორისა და კლიენტის საჭიროებები და თითოეულ ბანკირს ან სექტორის გუნდს ჰქონდეს ანალიტიკური წვდომა სიახლეების დანერგვაზე. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ იდეებისა და კონკრეტული ინიციატივების მიწოდებაში ჩვენს კლიენტებთან ყოველთვის პროაქტიურები ვიყოთ", - აღნიშნავს "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

ცნობისთვის: ჯამში "თიბისის" პორტფელი 4994 კორპორაციულ კლიენტს მოიცავს. "თიბისი" ბიზნესის დაკრედიტებისა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ბაზარზე 43% და 48%-იან წილს იკავებს. "თიბისი"-ში კორპორაციული ბიზნესის სეგმენტი 300-მდე ადამიანს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები