„სამ ძირეულ კომპონენტს ვითვალისწინებთ“ - ასე პასუხობს Fitch Ratings-ის მაკროეკონომიკური განყოფილების დირექტორი მარინა სტეფანი „ანალიტიკას" კითხვას: რამ შეიძლება გააუარესოს მომდევნო წლებში საქართველოს სუვერენული რეიტინგი.
Fitch-ის შეფასებით, ეს სამი ძირითადი კომპონენტია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა, სახელმწიფო ვალის ზრდა და შიდა თუ გარე პოლიტიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება.
„აქ ვგულისხმობთ, როგორც პოლიტიკურ ვითარებას, ისე ეკონომიკური ზრდის შენელებასაც“, - აზუსტებს „ანალიტიკასთან" მარინა სტეფანი.
Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ წელს ოქტომბერში უმასპინძლა. ამ კონფერენციაზე გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.