„Fitch-მა საქართველოს რეიტინგი აგვისტოში გაზარდა და პერსპექტივა - "სტაბილური" მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს შანსი, გაიუმჯობესოს პოზიცია“ - ამბობს „ანალიტიკასთან" ინტერვიუში Fitch Ratings-ის მაკროეკონომიკური განყოფილების დირექტორი მარინა სტეფანი.
Fitch-ის ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებამ 2018 წლის განმავლობაში და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდამ.
მარინა სტეფანის თქმით, მომავალში საქართველოს რეიტინგზე დადებით გავლენას სამი მთავარი ფაქტორი მოახდენს:
„საგარეო მოწყვლადობის შემცირება - საგარეო ვალის შემცირებით ან რეზერვების შევსების გზით; ერთ სულზე შემოსავლების მკვეთრი ზრდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით და ასევე - შიდა ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირების სტაბილური ტრენდი“, - განმარტავს "ანალიტიკა"-სთან Fitch Ratings-ის ანალიტიკოსი.
Fitch-ის ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ წელს ოქტომბერში უმასპინძლა. ამ კონფერენციაზე გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალი იყო. ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.