მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ ბიზნესს დაუფინანსდა სესხი პანდემიის დროს? - "აწარმოე საქართველოში" შედეგები

611cd09495939
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 15:00
877
პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო სახელწმიფომ 2020 წლიდან 2 306 ბიზნეს სუბიექტის სესხი დააფინანსა. თანადაფინანსების მოცულობამ 57.6 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ მიერ გამოქვეყნებულ პროგრამების შედეგებშია აღნიშნული.

„ძირითად პროგრამებთან ერთად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთავრობასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინირებით მუდმივ რეჟიმში ახდენს ქვეყნის გამოწვევებზე დაკვირვებას და 2020 წლიდან, პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, შეიმუშავა პროგრამები ბიზნესის მხარდასაჭერად“, - განმარტავენ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, მცირე და საოჯახო სასტუმროების თანადაფინანსების მექანიზმით 1 544-მა კომპანიამ ისარგებლა, ხოლო თანადაფინანსების სახით 45 მილიონ ლარზე მეტი გაიცა;

სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის თანადაფინანსების მექანიზმით 633-მა კომპანიამ თანადაფინანსების სახით 9 მილიონ ლარზე მეტი მიიღო;

საბავშვო ბაღების და სპორტული ობიექტების ხელშეწყობისთვის თანადაფინანსების მექანიზმით 76-მა კომპანიამ ისარგებლა და თანადაფინანსების სახით 1.2 მილიონი ლარი გაიცა.

ხოლო ღონისძიების ორგანიზატორთა ხელშეწყობისთვის კი თანადაფინანსების მექანიზმით 53-მა კომპანიამ თანადაფინანსების სახით 2.4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები