მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე ₾100 მილიონამდე დაიხარჯა - 2023 წლის შედეგები

სესხი ლარი

სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ BMG-ს პროგრამის განმახორციელებელ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განუცხადეს.

რაც შეეხება პროგრამის შედეგებს, DCFTA-ის განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 560 კომპანიის 655 სესხის/ლიზინგის თანადაფინანსება დამტკიცდა, რომელთა ჯამური დამტკიცებული მოცულობა 519.6 მილიონი ლარია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 898.1 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 5 700‐ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლისთვის პროგრამის დაფინანსება მცირდება და 58.5 მილიონი ლარი იქნება. 2023 წელს 108 000 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, პროგრამა ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას ემსახურება.

სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა, ინდუსტრიულ და უნივერსალურ ნაწილს მოიცავს. ბიზნეს უნივერსალი გულისხმობს სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას სრული ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% სესხის შემთხვევაში და ლიზინგის შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%. ამასთან, სააგენტო ახორციელებს პროგრამის ფარგლებში დადასტურებული სესხის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. პროგრამის პირობების შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში. სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები