მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მოქალაქეს აქვს რეგისტრირებული უძრავი ქონება საქართველოში?

სახლი

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, 2 374 018 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია 3 273 188 უძრავ ნივთზე. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილს სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა.

რეესტრის სტატისტიკის თანახმად, 819 425 ბინა/საცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია 715 251 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/ თანასაკუთრების უფლება.

ამასთან, 1 322 059 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 1 188 906 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება; ხოლო 763 388 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 1 197 441 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება.

რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო მიწებს, რეესტრის მონაცემებით, 35 915 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 34 982 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება; ხოლო 149 567 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 175 526 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/ თანასაკუთრების უფლება;

“სხვა სახის 182 834 უძრავ ნივთზე (ხაზობრივი ნაგებობა, არასაცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართი და ა.შ.) რეგისტრირებულია 137 962 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება.

მითითებული მონაცემები დამუშავებულია უნიკალური პირადი ნომრის მქონე ფიზიკური პირების გათვალისწინებით. შესაბამისად, კონკრეტული ფიზიკური პირი შესაძლოა რეგისტრირებული იყოს ერთზე მეტი უძრავ ნივთის მესაკუთრედ/თანამესაკუთრედ”, - იტყობინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები